316
სატარებელი მოწყობილობის მიერ მოწოდებული სერვისები და/ან ფუნქციები, შესაძლოა,
განსხვავდებოდეს ან იყოს შეზღუდული თქვენი ქვეყნის, მოწყობილობის მოდელის ან ქსელის
ოპერატორის მიხედვით.
შეიძლება, სატარებელი მოწყობილობა და მმართველი პროგრამა მოიცავდეს ან თავსებადი იყოს
საერთო გამაჯანსაღებელ და ფიტნესის მართვის ზოგიერთ პროგრამულ უზრუნველყოფასთან
(„Fit პროგრამა“). სატარებელი მოწყობილობა და Fit პროგრამა საერთო გამაჯანსაღებელ მიზანს
ატარებს და არ არის განკუთვნილი დაავადებების ან სხვა მდგომარეობების დიაგნოსტიკისათვის,
ან დაავადებების განკურნების, შემსუბუქების, მკურნალობის ან პრევენციისთვის და არც რაიმე
სხვა სამედიცინო მიზნებით გამოსაყენებლად. გარკვეული მონაცემები, რომლებიც მიიღება Fit
პროგრამით, გამოიყენება მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისათვის და არ არის განკუთვნილი
სამედიცინო რჩევის სახით გამოსაყენებლად და არც თქვენსა და თქვენს ექიმს ან სხვა
სამედიცინო მომსახურების მომწოდებელს შორის ურთიერთობის ჩასანაცვლებლად. არ
უგულებელყოთ პროფესიონალური მედიკოსების კონსულტაციები და, აგრეთვე, არ დააყოვნოთ
მათგან კონსულტაციის მიღება იმის გამო, რომ გარკვეული ინფორმაცია შეიტყვეთ Fit
პროგრამით.
Samsung არ აგებს პასუხს ტრავმაზე, ზიანზე, ზარალზე და/ან მომხმარებლის მიერ გაწეულ
ხარჯებზე, რომლებიც დაკავშირებულია სერვისებთან და/ან ინფორმაციასთან, მათ შორის
რეკომენდაციებთან, კონსულტაციებთან, რჩევებთან და/ან ინსტრუქციასთან. ის ასევე არ აგებს
პასუხს Fit პროგრამაში წარმოდგენილი ან მისი მეშვეობით მიღებული ინფორმაციის სიზუსტეზე.
Samsung არ აგებს პასუხს ინფორმაციის სიზუსტეზე, რომელიც წარმოდგენილია გარე მესამე
მხარის ვებსაიტების ან საცნობარო მასალების სტატიებში ან მასალებში. ასევე, არ აგებს პასუხს
ასეთი ინფორმაციის გამოყენების უსაფრთხოებასა და სანდოობაზე. მითითებები გარე მესამე
მხარის ვებსაიტებზე ან საცნობარო მასალებში განთავსებულ ინფორმაციაზე არ წარმოადგენს
ინფორმაციის სიზუსტის დადასტურებას, არც ზოგადად შესაბამისი საიტის ან მასალის
შინაარსის დადასტურებას.თქვენ ადასტურებთ და ეთანხმებით, რომ ნებისმიერი ინფორმაცია,
რომელსაც მიიღებთ სატარებელი მოწყობილობის, Fit პროგრამის, ან წინასწარ ჩატვირთული
ნებისმიერი აპლიკაციის გამოყენებს შედეგად, შეიძლება არ იყოს სათანადო, ზუსტი, სრული, ან
საიმედო.
2. ლიცენზიის გადაცემა
წინამდებარე ხელშეკრულების წესებისა და პირობების შესაბამისად, თქვენ გადმოგეცათ
შეზღუდული, არაექსკლუზიური, გაუქმებადი ლიცენზია, მმართველის დასაინსტალირებლად,
გამოსაყენებლად, გასახსნელად, სადემონსტრაციოდ და გასაშვებად თქვენს მოწყობილობაში.
შეგიძლიათ დაუკავშიროთ მოწყობილობას რამდენიმე სატარებელი მოწყობილობა მმართველის
მეშვეობით, თუმცა სატარებელ მოწყობილობას ერთდროულად ხელმისაწვდომს ვერ გახდით.
გარდა ამისა, შეუძლებელია სატარებელი მოწყობილობის დაკავშირება რამდენიმე
მოწყობილობასთან, მათ შორის, თუმცა ამით არ შემოიფარგლება, კომპიუტერთან.
შესაძლოა, Samsung-ის პროგრამული უზრუნველყოფის ზოგიერთი ელემენტი დაექვემდებაროს
ღია კოდის მქონე პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიებს. შეიძლება, ღია კოდის მქონე